როდის გაიაფდება ბინები - ყველა ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ

binebi

„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების ქირის ფასები გასული წლის დღევანდელ პერიოდთან შედარებით 48,4%-ით გაიზარდა. ამავე კვლევის მიხედვით, ფასების ზრდა მეტწილად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. 

როგორც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია „რუსთავი 2-ის გადაცემაში აღნიშნავს, ეს ციფრები სიმართლეა და პირდაპირ კავშირშია მიმდინარე მოვლენებთან.

„ახლა, ვინც დაიქირავებს ბინას მათ მოუწევთ შედარებით მეტის გადახდა ვიდრე მოუწევდათ სამი თვის წინ. ყველაზე მეტად ინტერესი საბურთალოზე გამოიკვეთა... ფასები საკმაოდ სოლიდურად გაზრდილია.

ბინებზე ფასების ზრდას განვიხილავთ, როგორც გამოწვევას. თუმცა, ცალსახად ეს არ არის პრობლემა. იმიტომ, რომ ფასები არ იზრდება შემთხვევით. ფასები იმ გარემოში იზრდება, სადაც გარკვეული სტაბილურობა და პერსპექტივა სუფევს. რომ არ იყოს პერსპექტივის აღქმა საქართველოში უკრაინელი დევნილები და რუსი მიგრანტები არ ჩამოვიდოდნენ საქართველოში. არ ჩამოიტანდნენ თავის გარკვეულ კაპიტალს,“ - ამბობს ვახტანგ ჭარაია. 

 

უფრო მეტი დეტალი გაიგეთ ვიდეოდან

სხვა სიახლეები