ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
დეველოპელური კომპანია „სფერო ჰოლდინგის“ დირექტორი გიგა წულეისკირი, იპოთეკური სესხით დაზარალებულ მოქალაქეებს ალტერნატიულ გამოსავალს სთავაზობს.
„ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც კერძო მევახშის, მიკროსაფინანსოსა თუ ბანკის ვალი აქვს, უძრავი ქონების სასწრაფო წესით გაყიდვა უწევთ. პირობითად, თუ უძრავი ქონება 100 000 დოლარი ღირს, კერძო მევახშეები ან ბანკები ვალად 30 000 დოლარს აძლევენ ხოლმე. თუ ამ ვალის ყოველთვიურად გადახდას ვერ ახერხებენ, უძრავი ქონების იაფად გაყიდვა უწევთ.
შეიძლება სასწრაფო წესით 100 000-იანი ბინა 70 000 ან უფრო ნაკლებადაც გაყიდოს. გაყიდული ფულით ვალს და პროცენტს იხდის და ფაქტობრივად, საცხოვრებელი ფართის გარეშე რჩება. ჩვენ მოვუწოდებთ ამ ხალხს, ნუ გაყიდიან საცხოვრებელს ასეთი დისქაუნთით.
ჩვენ შეგვიძლია, მათი უძრავი ქონება ჩვენით ჩავანაცვლოთ. რეალურად, ჩვენ მათ ნაკლები ღირებულების საცხოვრებელ ფართს და ვალის გადახდას ვთავაზობთ, სანაცვლოდ კი მათ საცხოვრებელს ვიტოვებთ. გამოდის, ბინის მფლობელიც მოგებულია, რადგან მას საცხოვრებელიც რჩება და ვალიც აღარ აქვს. ბანკიც კმაყოფილია, რადგან ვალი დაიფარება. ჩვენც რეალურად მოგებული ვართ, რადგან 100 000 დოლარიანი ბინა ოთხმოცი ათასად ვიყიდეთ. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დეველოპერულ კომპანიებს, კვადრატული ბინის აშენება, რომელსაც დაახლოებით რვაას დოლარად ყიდიან, უჯდებათ მაქსიმუმ 400 დოლარი“, – აცხადებს კომპანიის დირექტორი გიგა წულეისკირი.
ცნობისთვის, კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ ასევე მუშაობს დედაქალაქში ე.წ. „იტალიური ეზოების“ დაბრუნებაზე.
პროექტი, რომელიც მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით განხორციელდება, მიზნად თბილისისთვის ძველი იერსახის შენარჩუნებას ისახავს.