კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
უკვე წელზე მეტია პრემიერის ბრძანებით, შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელიც სხვადასხვა სოციალურ გასაცემლებსა თუ პენსიაზე საბანკო მომსახურების პირობებს შეისწავლის. მიდის მსჯელობა იმაზეც, თუ რამდენად მისაღებია ის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც „ლიბერთი ბანკი“ სთავაზობს სესხებზე პენსიონერებს.
გამოცემა „ბანკები და ფინანსების“ კვლევით ერთ-ერთ კომერციულ ბანკში (ბანკი 1) 1000 ლარამდე (850 ლარი) სესხის პირობები შემდეგნაირად გამოიყურება:
წლიური საპროცენტო განაკვეთი: 24.90%, სიცოცხლის დაზღვევის წლიური საპროცენტო განაკვეთი: 0,72%, გაცემის საკომისიო: 50 ლარი, ანგარიშიდან გატანის საკომისიო: 4.5 ლარი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 47.33%
მეორე ბანკში (ბანკი 2) დასაქმებულისა და თვითდასაქმებულის შემთხვევაში სესხის პირობებიც განსხვავებულია.
დასაქმებული (ხელფასის საფუძველზე) მომხმარებლის შემთხვევაში, 1000 ლარამდე (750 ლარი) სესხის პირობები: წლიური საპროცენტო განაკვეთი: 9.00%, სიცოცხლის დაზღვევის წლიური საპროცენტო განაკვეთი: 5 ლარიდან, კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო: 14.29 ლარი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 31.80%.
თვითდასაქმებული მომხმარებლის შემთხვევაში, 1000 ლარამდე (1000 ლარი) სესხის პირობები შემდეგნაირია:
წლიური საპროცენტო განაკვეთი: 21.90%, სიცოცხლის დაზღვევის წლიური საპროცენტო განაკვეთი: 5 ლარიდან, კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო: 20.45 ლარი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 43.30%.
მესამე ბანკში, 1000 ლარამდე სესხის პირობები შემდეგნაირად გამოიყურება:
საპროცენტო განაკვეთი – 29.00%, სიცოცხლის დაზღვევის წლიური საპროცენტო განაკვეთი – 1,3 %, გაცემის საკომისიო – 2,5%, სმს მომსახურების საკომისიო – 4,5 ლარი, მიმდინარე ანგარიშის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო: 1 ლარი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 49.16%.
რაც შეეხება „ლიბერთი ბანკს“ – ასაკის მიუხედავად მომხმარებლებს, აქვთ თუ არა დამატებითი შემოსავალი, შეუძლიათ ისარგებლონ სამომხმარებლო სესხის ტიპის, უგირავნო სესხით. ამ სესხის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი და ეფექტური, ანუ რეალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 30,65%-ს და მოიცავს სესხის მომსახურების ყველა ხარჯს, დამატებითი საკომისიოების გარეშე.
მომხმარებლისთვის 30,65% შესაძლოა მაღალი საპროცენტო მაჩვენებელია, მაგრამ სესხის საბაზრო ფასი, დღევანდელი მონაცემებით, სწორედ ამ განაკვეთის ფარგლებში მერყეობს.
საბოლოოდ, კვლევა გვიჩვენებს, რომ ე.წ. საპენსიო სესხებს არა მხოლოდ ლიბერთი ბანკი, არამედ სხვა ბანკებიც გასცემენ, თუმცა ამ ტიპის სესხის აღება ყველაზე იაფი სწორედ ლიბერთი ბანკში ჯდება და ის 30.65%-ს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ბანკებთან შედარებით ლიბერთი ბანკში არც ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს.