1733169705
რას წერდა გიორგი ჯაილავას დედა ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე - „წავიდა და გაფრინდა ჩემი პატარა... გაიყოლა ჩემი გულიც“
ახლობლები ამერიკაში ტრაგიკულად დაღუპულ ქუთაისელ გიორგი ჯაილავას ემშვიდობებიან. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ავტოავარიაში გარდაიცვალა.
გასული წლის წაფხულში, უბედურ შემთხვევას ემსხვეპლა გიორგი ჯაილავას 5 წლის შვილი. ტრაგედია ჩაქვში 2023 წლის 18 ივლისს მოხდა, 5 წლის ბავშვი სასტუმროს აუზში დაიხრჩო.
მცირეწლოვნის დაბადების დღე გუშინ იყო...
„წავიდა და გაფრინდა ჩემი პატარა. გაიყოლა ჩემი გულიც, რომელიც მისთვის ფეთქავდა... მენატრები, ბები, მიყვარხარ სიგიჟემდე. დანი, ბებო, გილოცავ შენს დღეს! შეხვედრამდე, ჩემო მონატრებულო!“ - წერდა გუშინ გარდაცვლილი ბიჭის დედა.
ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ახლობლებიც ემშვიდობებიან:
„რა ვთქვა, არ ვიცი. ეს ისეთი საშინელებაა, როცა ადამიანს სათქმელი აღარ გაქვს სანუგეშებლად... რით განუგეშოთ, თეა... ჯერ პატარა დანი და ახლა გიორგის გარდაცვალება... არაა, ეს უსამართლობაა... გამძლეობა მოგცეს უფალმა“.
„გიო, როგორ მენანები, ჩემო მხიარულო ბიჭო. თეა, არ ვიცი, რა ვთქვა, რით განუგეშო. გამძლეობა მოგცეთ ღმერთმა, ყველას. გიორგი...“
„ყველა სიტყვა ზედმეტია... არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ ტკივილს შეამსუბუქებს... ღმერთს ებარებოდეთ… წავიდა გიორგი მის ანგელოზთან, ნათელი იმიერში, ღიმილის ბიჭო“