დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ყოფილი არქიტექტორი, ირაკლი ჟვანია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და იმ დეტალების შესახებ საუბრობს, რაც სწორად უნდა ყოფილიყო გაკეთებული.
„გუშინდელი ტრაგედიის გამო ბევრი კითხვა ისმის ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი „მოღვაწეობის“ ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი. ვეცდები ავხსნა.
შადრევანში ტექ. მოწყობილობა იყოფა სამ ნაწილად, ესაა ტუმბოები, განათება და წყლის კოლექტორები. განათება როგორც წესი კეთდება 12 ან 24 ვოლტის სიმძლავრის, რაც გამორიცხავს სანათიდან დენის დარტყმას ბავშვზე. კოლექტორებში დენი საერთოდ არ გადის, მხოლოდ წყალი. რაც შეეხება ტუმბოებს: არსებობს ზედაპირული ანუ მშრალი ტუმბოები ( 5 ასეთი დავაყენეთ ჩვენ 2014 წელს ამ შადრევნის გვერდზე მიწის ქვეშ ოთახში), არსებობს ჩაძირული ტუმბოები ( ასეთები დავაყენეთ საბავშვო შადრევანში შუა მცირე კასკადში 2014 წელს). მშრალი ტუმბოები ყენდება შადრევნის გარეთ, ჩაძირული კეთდება ხოლმე შადრევანში წყალში. ორივე შემთხვევაში აუცილებლად კეთდება დამიწება. ასევე ჩაძირული ტუმბოების შემთხვევაში მართვის პულტზე გათვალისწიბებული უნდა იყოს მთელი რიგი დაცვები: ფაზური დაცვა, სითბური დაცვა და რაც მთავარია ე.წ. გაჟონვის რელეთი დაცვა. ეს ნიშნავს შემდეგს: თუკი სადმე წყალი მოხვდა დენის სადენებს და დენი გადავიდა წყალზე, ამ რელემ ავტომატურად უნდა გათიშოს ტუმბოს ჩამრთველი ავტომატი რომ არ მოხდეს დენის დარტყმა ადამიანზე.
რა მოხდა გუშინ ამას იმედია ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ ერთის თქმა შეიძლება: სისტემა იყო გაკეთებული უხარისხოდ და ავტომატიკამ არ გათიშა წყალზე გადასული დენის წყარო. გამკეთებელმა გააკეთა, ექსპერტიზამ "შეამოწმა", შემდეგ შადრევანი გადააბარეს შპს "ეკოსერვისს" რომელიც ამუშავებს თბილისის შადრევნებს, ამ უკანასკნელმა არ შეამოწმა სისტემა სათანადოდ და ისე ამუშავა.
საბოლოოდ კი მოაჯირის მოხსნამ და სისტემის მიერ ავარიულმა არ გათიშვამ გამოიწვია ის ტრაგედია, რაც გუშინ მოხდა. რომ არ ყოფილიყო ის ვაჟკაცი კაცი დევი მეზურნიშვილი შეიძლება ის ორი ბავშვიც დაღუპულიყო...“,- წერს ირაკლი ჟვანია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაკის პარკში სამ ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ორი ბავშვი ამ დრომდე კლინიკაშია მოთავსებული.