დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გუშინ საზოგადოება ვაკის პარკში მომხდარმა საზარელმა ამბავმა შეძრა.
შემთხვევას 13 წლის გოგონა შეეწირა, ორი მოზარდის გადარჩენა კი სამი შვილის მამამ, ვაკის პარკის უფროსმა მებაღემ დევი მეზურნიშვილმა შეძლო.
„პრაიმ ტაიმი“ უფრო ახლოს გაგაცნობთ გმირ ადამიანს. ვაკის პარკის უფროსი მებაღე გვიყვება, თუ რას გრძნობდა ის მომხდარი ფაქტის ხილვის დროს.
- ბატონო დევი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ვაკის პარკში ორი ბავშვი, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად, გადაარჩინა. როგორ გაიხსენებდით მომხდარ შემთხვევას?
- ამ ამბავს ახსნაც არ სჭირდება. შეიძლება, იქ ჩემი შვილი ყოფილიყო და არც დავყოვნებულვარ, ისე ჩავედი მათ გადასარჩენად. ბავშვები უგონო მდგომარეობაში იყვნენ. არ მიფიქრია იმაზე, რომ დენი მეც დამარტყამდა. უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ბავშვები გადარჩენილიყვნენ. რაც შემეძლო გავაკეთე. მე ცოტა მოშორებით ვიდექი, ყვირილი რომ დაიწყეს და შველა ითხოვეს, იქ გავიქეცი.
- ერთ-ერთი ბავშვი, სამწუხაროდ, ამ შემთხვევას შეეწირა. რას ეტყოდით ბავშვების ოჯახის წევრებს მომხდარი ფაქტის შესახებ?
- ღმერთმა ყველას გადაურჩინოს შვილი. ვწუხვართ იმის გამო, რომ იმ საბრალო გოგონას გადარჩენა ვერ შევძელი. მე საკუთარ თავზე არც მიფიქრია, რადგან ვხედავდი, რომ წყალში სამი არასრულწლოვანი იყო. ახლაც იმავეს გავაკეთებდი. უბრალოდ, ნეტა შემეძლოს იმ გოგონას ხელახლა გადარჩენა, ალბათ, შევძლებდი.
- საზოგადოებამ თქვენი კეთილი საქციელის გამო გმირად შეგრაცხათ. ხალხი მადლობას გიხდით და გლოცავთ. გსურთ რამდენიმე სიტყვით მიმართ მათ?
- საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ყველას უნდა უყვარდეს ერთმანეთი და ყველა პატივს უნდა სცემდეს ერთმანეთს, მით უმეტეს ქართველი ხალხი. ყველა ერთმანეთს უნდა ედგას მხარში. ერთობის გარეშე არაფერი არ გამოვა.