მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
ვაკის პარკის უფროსი მებაღე, დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ბავშვები წყლიდან ამოიყვანა, მომხდარს იხსენებს.
„სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, უგონო მდგომარეობაში. ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო ალბათ თვითონ ორგანიზმმა დენის გამო. სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა. ნეტა ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი“, - ამბობს დევი მეზურნიშვილი „ფორმულასთან“.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა.
შემთხვევა რეაბილიტირებულ ვაკის პარკში მოხდა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ამოღების დროს კი, მათ დენმა დაარტყა.