პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოზარდის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
13 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში რჩება. ექიმის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გასული დროის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესდა.
„იმყოფება მართვით სუნთქვაზე, საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე სძინავს. დინამიკაში მდგომარეობა გაუარესებული არაა. აღინიშნა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ჩაუტარდა კვლევები, რამე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები თავის ტვინის ამ ეტაპზე არ აღინიშნება. ის რომ პირველი 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესდა, მნიშვნელოვანია," - განაცხადა "ნიუ ჰოსპიტალსის" რეანიმატოლოგმა გიორგი კვიცინაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაკის პარკში სამ ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა.