VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და 13 წლის მარიტას ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
დიპლომატიური უწყების ცნობით, მომხდარის გამო, გაუქმდა კონცერტები, რომელიც 14-16 ოქტომბერს იყო დაგეგმილი.
,,ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება.
უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს.
იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ", - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.