რას გამოხატავს გველეშაპი წმინდა გიორგის ხატზე და ვინ ედარებოდა წმინდა გიორგის

giorgi

უფოლოგი ერეკლე შონია სტუმრად იყო მათემატიკოს ვაჟა მანგოშვილთან, რომელსაც გიორგობასთან დაკავშირებით საინტერესო საუბარი ჰქონდა. გთავაზობთ ამონარიდს.

ვაჟა მანგოშვილი: გიორგობისთვე გამხნევების თვეა და ამ განწყობით ვულოცავ ყველას გიორგობას.

გატეხილ პურს და გაუეტეხელ გულს გაუმარჯოსო, ამბობდნენ მთაში. გატეხილი პური და ბარძიმში ღვინო, ზიარების ტოლფასია. გატეხილ პურს და ღვინოს რომ ეზიარებოდი, არ უნდა შეგშინოებოდა არაფრის, რადგანაც მხნეობის და გაუტეხელების ფორმულაა.

გურულები ღვთის დარი ხალხია. მათ აქვთ საინტერესო გასამხნევებელი ფორმულა. თუმცა მანამდე გავიხსენოთ სოლომონ მეფის ბეჭედი - "ესეც გაივლის". ბრძენი მეფე მწუხარებაში ჩავარდნილი ეტყოდა თავს, ესეც გაივლისო. ლხინსა და სილაღეს რომ თავი არ წაერთმია მისთვის, ისევ დახედავდა. წონასწორობის ფორმულა იყო. აბა, ახლა გურული როგორ ორ სიტყვას ამბობს გასაჭირის დროს - მაი აფერი. ანუ გულზე არ მოიხვედრო, დღეს თუ ასეთ დღეში ხარ, ხვალ უკეთესი დღე გათენდებაო.

 წმინდაო გიორგი შენს ხატებას ვუმზერ და სული მხნედ არისო, ამბობს ზვიად გამსახურდია. ხატიდან მაკურნებელი ძალა შემოდის და ამიტომ.

სამეგრელოში როგორ ხარო რომ მოიკითხავენ ახლობელს, ის პასუხობს - ჯგიროდ, ჯგრეგ ვარ ანუ კარგადო, ჯგრეგ წმინდა გიორგია. წმინდა გიორგივით ვარო, მას ედრებოდა, ედარებოდა. ქცევით, ჩაცმით... 

წმინდა გიორგი ხილულად ეწეოდა მებრძოლებს - შავნაბადაში, დიდგორის ველზე, ბახტრიონზე, ხრეშილზე. როცა ხილულად ეწეოდა, ბუნებრივია იყო მომენტები, როცა წმინდანი უხილავად ეწეოდა მებრძოლთ. 

წმინდა გიორგის ხატს რაც შეეხება. გველეშაპი ადამიანის დაცემული ბუნებაა. ჩვენი ეგოისტური პირადი მე, რომელიც გავამეფეთ, ტახტზე დავსვით და გუნდრუკს ვუკმევთ. შუბი უფლის სიტყვა და მცნებაა, რომელიც ბოროტი ძალისკენ, ურჩხულისკენ მიემართება. კი არ უნდა მოკლას და დაასახიჩროს, არამედ უნდა გარდაქმნას უფლის სიტყვით. მოთვინიერებული ბოროტი ძალა ტრანსფორმირდება და ის გოგონას მცველად გადაიქცევა. 

ბორბალზე გაკრული წმინდა გიორგი ჩვენი უკვდავ სულის სიმბოლოა...