ომი უკრაინაში - ღამით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ორი სოფელი დაიკავეს

ომი უკრაინაში

ღამით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ორი სოფელი დაიკავეს. საუბარია როვნოპოლიესა და იაბლოკოვოზე. ინფორმაციას უკრაინული ანალიტიკური პორტალი ავრცელებს.

ოკუპანტებმა წინსვლა შეძლეს დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ფრონტის ხაზის ზოგიერთ მონაკვეთზეც. რთული ვითარებაა პოკროვსკში, რომლის შტურმიც მიმდინარეობს - ქალაქის ქუჩებში ახლა ბრძოლებია.

"ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის" ანგარიშის მიხედვით, რუსეთი პოკროვსკს და მირნოგრადს დაიკავებს, თუმცა ამისთვის მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს. ანგარიშში წერია, რომ ოკუპანტებს სურთ, შექმნან შთაბეჭდილება, რომ რუსული არმია მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს მთელ ბრძოლის ველზე, თუმცა ეს ფრონტზე არსებულ რეალობას ეწინააღმდეგება.