წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
ნატალია ქუთათალაძე იუბილარია. ქალბატონ ნანის ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ 21 მათი რიცხვია; თავად, ქართული სცენის ლეგენდა 21 ივლისს არის დაბადებული, ნატალია - 21 ნოემბერს, მისი სანდრო კი - 21 სექტემბერს.
იუბილარ შვილიშვილს მომღერალი "პრაიმტაიმის" მკითხველთან "ახასიათებს".
ნანი ბრეგვაძე: - მინდა ნატალიკო ჯანმრთელი და კიდევ უფრო ჭკვიანი იყოს. მონდომებულია, აქვს საქმე. მაგრამ უპირველესია ჯანმრთელობა.
ბევრ რამეს ვურჩევ. თუმცა მე ვიცი ხოლმე ანგარიშის გაწევა, ვუერთდები ახალ თაობას რაღაც-რაღაც საკითხებში. ცხოვრება წინ მიდის, ძველი შეხედულებები უკან დარჩა. უნდა აჰყვე ცხოვრებას კარგი კუთხით. მინდა ჭკვიანურად, დაკვირვებულად გაიაზროს ყველაფერი.
მიხარია, რომ ესტრადას არ გაჰყვა. კლასიკა მაინც კლასიკაა. თვითონ აირჩია. საერთოდ, პრინციპული გოგოა. კარგი ხედვა აქვს. სერიოზულია თავის საქმეში. გადაცემას, რომელიც მიჰყავს, მე მგონი, საინტერესოდ ამზადებს და უძღვება. ღრმად წვდება თემებს.
არ მიყვარს, როდესაც მშობლები აქებენ შვილებს. მე ყველაფერს ვამჩნევ, კარგსაც და ცუდსაც. ცუდის შემთხვევაში, ვეუბნები ჩემს სათქმელს, რომც შემეწინააღმდეგონ, მაინც. ის ხომ მაინც იბეჭდება მათ გონებაში.
არაჩვეულებრივი დედაა. ერთი წუთით ვერ ძლებს შვილის გარეშე. მიუხედავად იმის, რომ ძიძებთან ერთად ჩვენც ვართ სანდროსთან, ნატალიკო მაინც აქტიური დედაა. ღამით, დღისით, სულ მასთანაა, აჭმევს, უმღერის, ელაპარაკება, აცეკვებს. ვეხვეწებით, დედა თქვიო და ის მამას იძახის.
ძლიერი გოგოა, თუმცა რაღაცნაირი დარდიანია. გეგონება, რაღაცის ეშინია. თბილი და რბილია. ძალიან ყურადღებიანია. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ნატალიკო არის გამცემი. არაფერს იშურებს, გასცემს და ეს ახარებს. ჩვენც ასეთები ვართ და მამის მხრიდანაც ასეთი ოჯახის წევრები ჰყავს.
ნანის მეძახის. ასეა თავიდან. მისთვის ბებია არა, ნანი ვარ და არა მხოლოდ მისთვის, ყველასთვის ნანი ვარ.