„შემოგვივიდა ინფორმაცია, რომ კახის ტერიტორიაზე იმყოფება...“ - ოჯახი 10 წლის წინ, 13 ივნისს გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებს

სერგი კაპანაძე

13 ივნისის ტრაგედიისას დაკარგული სერგი კაპანაძის ოჯახი წლებია ფიქრობს, რომ ბიჭი ცოცხალია. ერთ-ერთ ინტერვიუში კაპანაძის ბებია რამდენიმე დეტალზე საუბრობდა. 

ახლახან, ჯგუფში „ვეძებ“ ოჯახის ახალი განცხადება განთავსდა. აღნიშნავენ, რომ აქვთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 10 წლის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება.

ჩემო ძვირფასებო, ვეძებთ 10 წლის წინ გაუჩინარებულ სერგი კაპანაძეს, რომელიც თბილისში მომხდარი 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაიკარგა. ამ წლების განმავლობაში უშედეგოდ ვეძებთ ახლობლები, რამდენჯერმე შემოგვივიდა ინფორმაცია, რომ იგი კახის რაიონში, კახინგილოს ტერიტორიაზე იმყოფება.

იქნება ვინმეს გეცნოთ და დაგვეხმაროთ. წლების წინ ბებიას უცხო ადამიანი ფეიკ ექაუნთითაც წერდა და მიუთითებდა კონკრეტულ ლოკაციებს და ითხოვდა, რომ მოეძებნათ. ამტკიცებდა, რომ ცოცხალიაო, პოლიციაშიც შეიტანა განაცხადი და საქმე აღიძრა, უცხო ადამიანის საპოვნელად, რომელიც ოჯახს წერდა.

ეს ფოტო, რა თქმა უნდა, ძველია და შეცვლილი იქნება, მაგრამ, გთხოვთ, იქნება ვინმეს გეცნობათ, ან ვინმეს შეგეძლოთ დახმარება რაიმე სახით...“ - წერს ოჯახის ახლობელი.