რას ამბობს ქალი, ვისთანაც სამხედროს შვილი სროლის შემდეგ გაიქცა

საგარეჯო

6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.

თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. 

„თავდამსხმელს ვინც თვალში მოხვდა, ყველასთვის იარაღი მიუშვერია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია და მკურნალობდა. საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი, თუმცა სახლიდან გამოპარვა შეძლო. შვილის გარდა სხვა ვინმეც თუ ჰყავდა სახლში, არ ვიცით“, - აცხადებდა ერთ-ერთი ადგილობრივი.

ამასთან, ჟურნალისტი იმყოფებოდა იმ სახლში, სადაც ბავშვი გამოქცევის შემდეგ მივიდა. 

„გაშორებულები იყვნენ ცოლ-ქმარი და ერთად აღარ იყვნენ. [ბავშვი] ამბობდა, დაიწყო სროლა და გამოვიქცეიო. შეშინებული იყო. სხვა არაფერი არ ვიცი...“,- ამბობს ქალბატონი. 

შეგახსენებთ, ტრაგედია საგარეჯოში 19 იანვარს მოხდა. პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.

საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.