კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კაცი მეუღლესთან განქორწინებულია და ჰყავს 2 შვილი.
მასთან დაკავშირებით მედიასთნ ისაუბრა შემთხვევის ადგილას ჩასულმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც.
„ეს პირი სამხედრო იყო, როგორც უკვე ვიცით, 2021 წელს არის წამოსული სამსახურიდან. მანამდე მუშაობდა ჯარში და ავღანეთშიც ნამყოფია. სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა და მოუწოდეს, მაგრამ ვერაფერი... გასროლა გააკეთა ამ პირმა მაშინ, როდესაც სპეცრაზმი შევიდა. სპეცრაზმმა ნახა, რომ თავიდან სისხლი მოსდიოდა და გვერდით იარაღი ედო.“ - ამბობს გომელაური.