„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი...“ - ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი
1788898066
პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მშობლებს მიმართავს:
„სჭირდება თუ არა ბავშვს საბავშვო ბაღი? ყველა პირველ მშობელს აინტერესებს, მოკლედ გაგცემთ პასუხს...
ჩემი აზრით - კი, თუ ბავშვის ჯანმრთელობა და ოჯახური პირობები ამის საშუალებას იძლევა.
ბაღი ბავშვისთვის მხოლოდ მოვლის ადგილი არ არის. ეს არის პირველი პატარა სოციალური გარემო, სადაც ის სწავლობს თანატოლებთან ურთიერთობას, გაზიარებას, დათმობას, საკუთარი აზრის გამოხატვას, დიალოგს, წესების დაცვას და დამოუკიდებლობას.
დიახ, ბაღის დაწყებას ხშირად ახლავს ვირუსული ინფექციების გახშირებაც, განსაკუთრებით პირველ პერიოდში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „ბაღი ბავშვს ასუსტებს“.
ყველა ბავშვი ერთნაირად და ერთ ასაკში არ არის მზად ბაღისთვის - მნიშვნელოვანია მისი ხასიათი, ემოციური მზაობა და ადაპტაციის ტემპი. ბაღში ბავშვი ნელ-ნელა სწავლობს ყველაზე მნიშვნელოვანს, როგორ იყოს დამოუკიდებელი სოციუმში“, - წერს პედიატრი.