დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმის ფარგლებში დაკავებული ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის პროცესი მიმდინარეობს.
საქმე ცალკე ეპიზოდად არის გამოყოფილი ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
პროკურატურის ინფორმაციით, ისინი, სხვა პირთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს და ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
საქმის პროკურორი ქეთევან სონიძე აცხადებს, რომ კასრაძე საქმესთან შემხებლობას არ აღიარებს და იყენებს დუმილის უფლებას.
სასამართლო პროცესიდან გამოსულმა, გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომელმაც დღევანდელ პროცესზე, დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებული ორი არასრულწლოვნის, ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის საქმეზე ჩვენება მისცა.
მისი თქმით, სასამართლო დარბაზში მას დემეტრე კასრაძის მამა დაუპირისპირდა, რის გამოც, მანდატურების გამოძახება და დემეტრე კასრაძის მამის ადგილიდან გარიდება გახდა საჭირო.
„ადგა ვიღაც მაღალი, მსუქანი მამაკაცი და მომისამძიმრა. სამძიმარი, რა თქმა უნდა, მივიღე, მაგრამ, ვკითხე, თქვენ ვინ ხართთქო. მითხრა, სულაბერიძის მამა ვარ. მაშინ ვდისტანცირდეთ-მეთქი ვუთხარი. არ ვიცი თქვენ როგორც გადაწყვეტთო, მაგრამ მე ჩემი გითხარიო. იმ წუთში ვიფიქრე ისიც, რომ ნეტა დემეტრე კასრაძის მამა აქ არის-მეთქი? და ვთქვი, რომ იმედი მაქვს, დემეტრე კასრაძის მამაც იმავეს არ იტყვის-მეთქი [სამძიმარს]. მერე ვინ გეუბნებაო, წამოგვეჭიმა, გამოგვეჭიმა მე და ნიკას და გავხდი იძულებული, რომ დამეძახა მანდატურებისთვის. მანდატურებმა, რა თქმა უნდა, გაარიდეს იქიდან. დამიპირისპირდა, რას ჰქვია ეგ მითხარიო, ვინ გეუბნებოდაო [სამძიმარს]“ - განაცხადა ეკა კუპატაძემ.