ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. კრიტიკულია ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა. მის გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ. რაც შეეხება, თავდამსხმელს - სპეცოპერაციის დაწყებიდან მალევე მან თავი მოიკლა.
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ სროლის შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
კლინიკის ექიმის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ორის კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. ერთი დაშავებული, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
„თავდამსხმელს ვინც თვალში მოხვდა, ყველასთვის იარაღი მიუშვერია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია და მკურნალობდა. საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი, თუმცა სახლიდან გამოპარვა შეძლო. შვილის გარდა სხვა ვინმეც თუ ჰყავდა სახლში, არ ვიცით“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
„ეზოში რამდენიმე კაცი მოკლა. ცხედრები მიწაზე ეყარა. დამნაშავე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომელიც ვაზიანის ნაწილში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებშიც მონაწილეობდა. საკუთარ ბინაში იმყოფებოდა და იქიდან ისროდა. ბინაში მარტო ცხოვრობდა", - აცხადებს თვითმხილველი.