1744999770
ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენა გადაიდო

ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან საჰაერო რეისი დღეს აღარ შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ფრენა ხვალ 12:00 საათისთვის გადაიდო.
ცნობისთვის,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ატირაუში რეისი დღეს დილით 10:00 საათზე უნდა განხორციელებულიყო.