ყაზახეთში მასობრივი პროტესტის ფონზე მთავრობა გადადგა

ყაზახეთი

ყაზახეთში მასობრივი პროტესტის ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა მოაწერა.

ინფორმაციას DW ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა.