რუსებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი
1696177804
DW-ს ინფორმაციით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუსპროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა საპროტესტო აქციების გამწვავებას მოჰყვა.
პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე „კომენდანტის საათი“ დაწესდა, აიკრძალა მასობრივი შეკრებები.
ცნობისთვის, მთავრობამ სამშაბათს თხევადი ბუნებრივი აირის ფასის მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია.
რუსებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი
1696177804