ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთიდან რეისი ამ დრომდე ვერ შესრულდა. შესაბამისად, ფრენა ქალაქ ატირაუს მიმართულებით ვერც ქუთაისიდან განხორციელდა.
ყაზახმა მგზავრებმა, რომლებიც ქუთაისში აეროპორტში რამდენიმე საათი რეგისტრაციის გავლას ელოდებოდნენ, აეროპორტი ტუროპერატორების დახმარებით დატოვეს და სასტუმროებში დაბრუნდნენ.
მგზავრების განცხადებით, ყაზახეთში მომხდარი შეტაკებების გამო, მათ არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.