ტრაგიკულად დაღუპულ 20 წლის ბიჭს გლოვობენ

საზოგადოება 1789157694

„ჩვენი პატარა ვარსკვლაბიჭუნა აღარ არის“ - ტრაგიკულად დაღუპულ 20 წლის ბიჭს გლოვობენ

თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.დაშავებული მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, 20 წლის ლაზერე (ლადო) ქოქიაური.„ჩემი ბავშვობის მეგობარი აღარ მყავს, შოკირებული ვარ, გააზრებაც მიჭირს. გუშინ გახდა 20 წლის ლადო და ახლა დღეს ცოტა ხნის წინ დაასრულა სიცოცხლე. მართლა მიჭირს გააზრებაც კი, ძალიან მძიმეა ჩემთვის ამაზე საუბარი. საშინელ დღეში ვარ. მანქანამ გადაუჭრა გზაზე და დაარტყა. 20 წლის ლადო ქოქიაური იჯდა მოტოციკლზე, საავადმყოფოში გადაყვანის დროს გზაში გარდაიცვალა. აღარ გვყავს, დამთავრდა, ჩვენი პატარა ვარსკვლაბიჭუნა აღარ არის”,- მითხრა მეგობარმა და საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.„შკოდა“ ისეთ ადგილას გამოვიდა გასწრებაზე და ისე შეეჯახა მოტოციკლს, რომ ძალიან მცირე იყო იმის შანსი,ის ბიჭი გადარჩენილიყო. ამათთვის ყველაფერი შეიძლება, რადგან ჩაბურულ "შკოდაში" ზის, ყველაფრის უფლება აქვთ”, - დაწერა სოციალურ ქსელში ფაქტის თვითმხილველმა კიდევ ერთმა ადამიანმა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ბარამიძე

სამართალი 1789140600

გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით მოხდა - პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და  ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად გამოირიცხა, შეიარაღებული კონფლიქტისას საქართველოს შეიარაღებულ ძალების წარმომადგენლების თუ ომის მონაწილეთა მხრიდან ტყვეთა დახვრეტის ფაქტები, რაც საზოგადოებისათვის თუ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ამ დრომდეც ისედაც ცნობილი იყო და არასდროს გამხდარა დისკუსიის საგანი.გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას.გიორგი ბარამიძის განცხადებით, შეილახა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი, აგრეთვე შეიქმნა სამართლებრივი და პოლიტიკური რისკები საერთაშორისო ინსტანციებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის და იურიდიული პროცედურების გაძლიერებისა და გამოყენებისათვის. მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ამირან გულუაშვილი

სამართალი 1789140029

VIDEO: პროკურატურა გიორგი ბარამიძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს - ბრიფინგი უწყებაში

ამ წუთებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებაზე განცხადება გაკეთდა. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად გამოირიცხა, შეიარაღებული კონფლიქტისას საქართველოს შეიარაღებულ ძალების წარმომადგენლების თუ ომის მონაწილეთა მხრიდან ტყვეთა დახვრეტის ფაქტები, რაც საზოგადოებისათვის თუ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ამ დრომდეც ისედაც ცნობილი იყო და არასდროს გამხდარა დისკუსიის საგანი.გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას.გიორგი ბარამიძის განცხადებით, შეილახა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი, აგრეთვე შეიქმნა სამართლებრივი და პოლიტიკური რისკები საერთაშორისო ინსტანციებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის და იურიდიული პროცედურების გაძლიერებისა და გამოყენებისათვის. მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა.ნახეთ, ვიდეო:

კორტნი ოსტრიანმა 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საზოგადოება 1789124359

იმ დღეს გამოვლენილი სიმამაცე ამერიკელი სულის სიმტკიცის სიმბოლოდ რჩება - აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კორტნი ოსტრიანმა 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.საელჩოს ცნობით, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კორტნი ოსტრიანმა ხაზი გაუსვა იმ პროფესიონალიზმსა და თავგანწირვას, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა, პოლიციელებმა, სამხედროებმა, სამედიცინო პერსონალმა და რიგითმა მოქალაქეებმა გამოავლინეს."დღეს აშშ-ის საელჩოში წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების დროს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას. ასევე, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კორტნი ოსტრიანმა გაიხსენა მეხანძრე-მაშველების, პოლიციელების, სამხედროების, სამედიცინო პერსონალისა და რიგითი მოქალაქეების მიერ გამოჩენილი არნახული პროფესიონალიზმი და თავგანწირვა.25 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ გვახსოვს 11 სექტემბერი, ხოლო იმ დღეს გამოვლენილი სიმამაცე და ერთიანობა ამერიკელი სულის სიმტკიცის სიმბოლოდ რჩება," - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლაზერე (ლადო) ქოქიაური.

საზოგადოება 1789112131

ცნობილია წყნეთის გზატკეცილზე, ავარიის შედეგად დაღუპული 20 წლის ბიჭის ვინაობა

თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. დაშავებული მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, 20 წლის ლაზერე (ლადო) ქოქიაური.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

აშშ-ში საქართველოს საელჩო

პოლიტიკა 1789110861

აშშ-ში საქართველოს საელჩო: პატივს მივაგებთ 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას, სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს

2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიამ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ამერიკელი ხალხის, ისე საერთაშორისო საზოგადოების მეხსიერებაში, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში წერს.საელჩო პატივს მიაგებს ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას და სოლიდარობას უცხადებს ამერიკის შეერთებულ შტატებს.„დღეს 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენიდან 25 წელი შესრულდა. აღნიშნულმა ტრაგედიამ ღრმა და წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ამერიკელი ხალხის, ისე მთელი საერთაშორისო საზოგადოების მეხსიერებაში. 2001 წლის 11 სექტემბერი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ მოვლენად დარჩება, რომელმაც საუკუნის დასაწყისში შეგვახსენა, რომ უმძიმესი განსაცდელის ჟამსაც კი შესაძლებელია ურთიერთმხარდაჭერის, სოლიდარობისა და ერთიანობის შენარჩუნება.სამხედრო მოსამსახურეებმა, მეხანძრეებმა, მაშველებმა და უბრალოდ რიგითმა მოქალაქეებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აჩვენეს თავდადების გმირული მაგალითები, რომელთა შედეგად 11 სექტემბერი სამარადჟამოდ არა მხოლოდ უდიდესი ტრაგედიის, არამედ ადამიანური ღირსების, სიმტკიცისა და თანადგომის სიმბოლოდაც დარჩება.ამ უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტულ თავდასხმას თითქმის სამი ათასი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო მათმა ოჯახებმა უმძიმესი დანაკარგი განიცადეს. პატივს მივაგებთ თითოეული დაღუპულის ხსოვნას და ვუერთდებით დაღუპულთა ოჯახებს მათ მოგონებაში. სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო.

ტრაგედია შვეიცარიაში

მსოფლიო 1789109798

ტურისტებით სავსე ავტობუსი ბარიერს შეეჯახა და გზიდან გადავიდა, არიან დაღუპულები - ტრაგედია შვეიცარიაში

შვეიცარიაში ტურისტული ავტობუსი ბარიერს შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ავტობუსი გრაუბიუნდენის კანტონის სოფელ სუშთან ბარიერს შეეჯახა, რის შემდეგაც გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.ავტობუსს ნიდერლანდელი ტურისტები გადაჰყავდა.ნიდერლანდების ტურისტული კომპანიების ასოციაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავტობუსში 48 მგზავრი იმყოფებოდა და ყველა მათგანი ნიდერლანდების მოქალაქეა.შვეიცარიის პოლიციამ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა არ დააკონკრეტა.

ტულის ოლქზე უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

მსოფლიო 1789107966

ტულის ოლქზე უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

ტულის ოლქზე უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.ტულის ოლქის გუბერნატორმა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისივე თქმით, გასული ღამის განმავლობაში ტულის ოლქის თავზე 26 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.რუსული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ცდილობენ დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები კი მათ უმეტესობას ანადგურებენ.ამასთან, როგორც მედია წერს, საპასუხოდ რუსეთის არმია იერიშებს ახორციელებს გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე, საწარმოებსა და საწყობებზე, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატო-ს სპეციალისტებთან ერთად იყენებენ.ამავე ცნობით, რუსული ძალები იყენებენ დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებსა და შორი მოქმედების ზუსტ იარაღს, რომელსაც, მათი მტკიცებით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერი სამიზნის განადგურება შეუძლია.

11 სექტემბერი

მსოფლიო 1789107575

აშშ-ის საელჩო: 25 წელი გავიდა 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან, წარმოუდგენელი ბოროტების წინაშე ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ არასდროს დავიხევთ უკან და არასდროს დავნებდებით

დღეს 25 წელი გავიდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან – ტრაგედიიდან, რომელმაც 2 977 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სამუდამოდ შეცვალა ამერიკა, – ამის შესახებ 11 სექტემბრის ტერაქტის თარიღთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.„25 წლის შემდეგაც ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას, ამ ტრაგედიის ჟამს გამოვლენილ გმირებსა და ამერიკული სულის სიმტკიცეს.წარმოუდგენელი ბოროტების წინაშე ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ ჩვენ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით და არასდროს დავნებდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

11 სექტემბერი

მსოფლიო 1789107175

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად ნიუ-იორკში დრონების განათებით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები გამოსახეს.მოგვიანებით, დაღუპულთა ოჯახის წევრები ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის მემორიალთან შეიკრიბებიან და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.11 სექტემბრის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაავრცელა.„ოცდახუთი წლის წინ, 11 სექტემბრის საზარელმა ტერორისტულმა თავდასხმებმა, რაც თავად კაცობრიობაზე თავდასხმა იყო, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ჩვენს მსოფლიოზე წარუშლელი კვალი დატოვა. ამ სამწუხარო თარიღის წლისთავზე პატივს მივაგებთ მათ, ვინც ამ თავდასხმებს გადაურჩა და პირველადი რეაგირების ჯგუფებს, რომლებმაც სიმამაცე და ჰუმანურობა გამოიჩინეს“, - განაცხადა გუტერეშმა.2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ წევრებმა 4 კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებსა და პენტაგონს დააჯახეს. 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად აშშ-ში 2977 ადამიანი დაიღუპა.

კი

მსოფლიო 1789104096

უკრაინაში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 67 კი დაშავდა

უკრაინაში, ოკუპანტებმა ქალაქები და დასახლებები ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით დაბომბეს. მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკის ოლქში, სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ იერიშს - დაღუპულია 5 ადამიანი, დაშავდა 67, მათ შორის 8 ბავშვია.აფეთქებებია კიევშიც. დნიპროვსკის რაიონში, 9-სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. დაშავდა 2 ადამიანი. იერიშები იყო კიევის მახლობლად მდებარე დასახლებებშიც. არის მსხვერპლი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

ჯკ

მსოფლიო 1789103866

25 წელი 11 სექტემბრის ტრაგედიიდან - დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ნიუ-იორკში დრონების განათებით ტყუპი ცათამბჯენები გამოსახეს

25 წელი 11 სექტემბრის ტრაგედიიდან - 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ქაიდას" წევრებმა 4 კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებსა და პენტაგონს დააჯახეს. 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად აშშ-ში 2977 ადამიანი დაიღუპა.ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად ნიუ-იორკში დრონების განათებით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები გამოსახეს.დაღუპულთა ოჯახის წევრები ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის მემორიალთან შეიკრიბებიან და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.