„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის” წინამძღვარი მამა ადამ ხელაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
,,ეს ფოტო ჯვრის თაყვანისცემის კვირასაა გადაღებული.
რამდენიმე დღეში დათო გარდაიცვალა. მოულოდნელად. აკი სიკვდილი ყოველთვის მოულოდნელობის განცდას აღძრავს მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი დაბადებიდან (თუ ჩასახვიდან?) მოყოლებული სულ მას ელოდება.
ამაშიცაა სიკვდილის მუხანათობა. ახლაც, დათოს სიცოცხლე დუმთავრებელ მუსიკალურ ნაწარმოებს რომ დაამსგავსა, ნაუცბათევად შეწყვეტილს, ვინ იცის, რა მიზეზით, რატომ და რისთვის.
ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ სიცარიელე რომ რჩება, ესეც თითქოს ყველამ იცის. დათომ კიდევ ერთხელ აღმოგვაჩენინა ამაზე მეტი: ის, რომ, არიან ადამიანები, ვის გარეშეც, ვის შემდეგაც ეს სიცარიელე სხვანაირად სუნთქავს-ფეთქავს სიცოცხლით, სიყვარულით, სიკეთით, ძმობით, ერთგულებით, სიხარულითაც. ასე რომ მოხდეს, შენი სიცოცხლე და ცხოვრება უნდა იყოს სავსე ამ სათნოებებით.
ეს ორი დღე ვცდილობდი, რაიმე მეთქვა დათოზე, დამეწერა… გამიჭირდა. მწუხარებამ იცის ასე, ელდის შემდგომმა მდგომარეობამ. როგორც ჩანს, ჯერაც არაა ადვილი, ილაპარაკო. ჯერაც არ მოსულა დრო სიტყვებისა – განცდები ჭარბობს.
სამშაბათს გავაცილებთ ჩვენი ტაძრიდან, რომელიც უყვარდა მთელი თავისი დიდი გულით. არა მარტო უყვარდა, სულ ზრუნავდა მასზე, ეფერებოდა, ემსახურებოდა.
ახლაც მესმის, მისი მორიდებული და სიყვარულიანი მომართვა: „პაპუჩი!“ … და ყველაზე საკრალურის უგულწრფელესი გაზიარება.
როგორ წარმოვიგდენდი, გამოსამშვიდობებელი სიტყვის თქმას რომ შევეცდებოდი სულ რამდენიმე დღეში, რაც ეს ფოტოები გადმოგიგზავნე შენი მორიდებული თხოვნის პასუხად.
ძალიან გვტკივხარ, დათო.
ქრისტეს ნათელმა განანათლოს შენი სული! ამინ!”, - წერს მამა ადამი სოციალურ ქსელში.