„ამწუთას, დამწვრობის ცენტრი მთელი დატვირთვით მუშაობს, ჩვენდა სამწუხაროდ...“ - გუგა ქაშიბაშე
1783456564
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.
„ეს არის ამ პარტიის საბოლოო კრახის მაჩვენებელი. ყველაფერი გამოწვეულია მათი იმ დესტრუქციული პოლიტიკით, რაც ატარეს ჯერ ხელისუფლებაში ყოფნისას, შემდეგ ოპოზიციაში გადასვლისას. რაც უნდოდათ საქართველოსთვის, ნეგატივი უკან დაუბრუნდათ. რაც დათესეს - ის მოიმკეს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება - მომავალი თავმჯდომარის ვინაობა კვლავ უცნობია.