„ამწუთას, დამწვრობის ცენტრი მთელი დატვირთვით მუშაობს, ჩვენდა სამწუხაროდ...“ - გუგა ქაშიბაშე
1783456564
შეერთებულმა შტატებმა ირანის ნავთობზე სანქციები ხელახლა დააწესა. აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში გემებზე ირანის თავდასხმები "სრულიად მიუღებელია" და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამ განცხადების შემდეგ, ნავთობის ფასები 5%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ თვეში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული მყიფე შეთანხმების ფარგლებში, ირანული ნავთობის გაყიდვების ნებართვა 21 აგვისტომდე გასცა. ნებართვის გაუქმება ამ პერიოდს 17 ივლისამდე ამცირებს.
მედიის ცნობით, აშშ-მა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰორმუზის სრუტესა და მის მახლობლად სამ ტანკერზე უცნობი ჭურვებით დარტყმების მიტანის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. თეირანს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია და არც პასუხისმგებლობა აუღია.
ამასთან, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომლაპარაკებლები კეთილსინდისიერად აგრძელებენ მუშაობას ირანთან საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, ბოლო ესკალაციის მიუხედავად.
როგორც Reuters-ი წერს, თავდასხმები და აშშ-ის საპასუხო ქმედებების მუქარა საფრთხეს უქმნის ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს, რაც ზრდის რისკს, რომ შემდგომმა საპასუხო ზომებმა შესაძლოა უფრო ფართო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები ჩაშალოს.