ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მსჯავრდებულებს შეხვდა

შეხვედრა

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მსჯავრდებულებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ფარგლებში №10 დაწესებულების მსჯავრდებულებს სპორტსმენმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და სპორტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
 შეხვედრა, რომლის მიზანს პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენდა, დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში დაინერგა სპორტის მართვის სტრატეგია, პენიტენციურ დაწესებულებებში სრულად განახლდა სპორტული ინვენტარი და ინფრასტრუქტურა, რაც მსჯავრდებულთა ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

მსჯავრდებულებმა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს გამარჯვება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

დაწესებულებაში სტუმრობისას სპორტსმენს სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადაეცა", - ნათქვამია ინფორმაციაში.