“ჭორის დონეზე ექიმებმა თქვეს, სიმსივნური წარმონაქმნია და ახლავე უნდა მივხედოთო…” - რას ჰყვება მამა პეტრე

პეტრე კოლხი

 რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტრე კოლხი სიმსივნეს ებრძვის, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც პეტრე კოლხი ამბობს, მას საკუთარი დიაგნოზის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს.

მამა პეტრე აღნიშნავს, რომ ის აპირებს კვლევები საზღვარგარეთ ჩაიტაროს.

"20 დღის წინ მუცლის არეში გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, გული წამივიდა. ბოლომდე გამოკვლეული არ ვარ, თუმცა ორჯერ გამატარეს კომპიუტერში. მეუბნებიან, რომ ჯერჯერობით ისეთი საშიში არაფერია და მე ამ დროს ქომიოთერაპიისთვის ვემზადები და გადავიპარსე თავი. საბოლოოს არ ვიცი რა ხდება, ახლა ვაპირებ უცხოეთში წასვლას",- ამბობს პეტრე კოლხი.