რუსთავში "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს - რუსთავის მერი და დეპუტატები ბიზნესსექტორს შეხვდნენ

ოცნება

რუსთავში "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს - მორიგი შეხვედრა, რუსთავის მერმა, დეპუტატმა და "ოცნების" დელეგატმა ბიზნეს სექტორთან გამართეს. იპოდრომის სივრცეში მოწყობილ შეხვედრაზე, რუსთავში განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

"ჰაიდელბერგ ცემენტ საქართველოსა" და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანადამფუძნებლის, ირაკლი რუხაძის განცხადებით, ქვეყანაში "საერთოდ სხვანაირი ბიზნესგარემოა". მისივე თქმით,  ხალხი, რომელიც ბიზნესს არეკეტებდა, დღეს მთავარ ოპოზიციას წარმოადგენს.

"ქვეყანაში საერთოდ სხვანაირი ბიზნესგარემოა. ჩვენ აღარ გვეშინია საქმის წარმოება, არ გვეშინია იმის, რომ ვიღაც შეიძლება მოვიდეს და გამოგიცხადოს; აქ აღარ უნდა იყო და შენ ნაცვლად სხვა იქნება, ან გითხრან, რომ ის ბიზნესი, რომელშიც, მრავალი წელია, ენერგია და თანხები გაქვს დაბანდებული, ჩემს მეგობარს მიეციო, ამაზე უარს რომ ეტყვი კი მეორე დღეს მანქანა აგიფეთქონ. ეს იყო ჩემი სიტუაცია დავით კეზერაშვილთან მიმართებით, როდესაც ის თავდაცვის მინისტრი იყო და "ბორჯომის" გადაფორმებას მთხოვდა თავის მეგობარზე. ეს კოშმარული სიზმარივით გვაგონდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხალხი დღეს მთავარი ოპოზიციაა," - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.