გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მომღერალი ნინო ჩხეიძე „პრაიმტაიმის“ მკითხველს თავს გადახდენილ ღვთიურ სასწაულებზე ესაუბრა.
როგორც „ღამის პრაიმ თაიმის“ წამყვანმა აღნიშნა, სჯერა, რომ სასწაულები მართლაც ხდება და ამის რწმენა მას შემდეგ კიდევ უფრო განუმტკიცდა, რაც თურქეთში დასვენებისას, სრულიად შემთხვევით, ექსკურსიაზე ღვთისმშობლის სახლში მოხვდა. მაშინ, წმინდა მარიამს დედობა სთხოვა, რამდენიმე დღეში კი გაიგო, რომ დედა გახდებოდა.
მან ამ სასწაულის შემდეგ, შვილს წმინდა მარიამის პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად მარიამი დაარქვა.
გარდა ამისა, სასწაულები ნინო ჩხეიძის მეგობრების თავსაც არაერთხელ მომხდარა. "ღამის პრაიმ-თაიმის" წამყვანი ამბობს, რომ იერუსალიმიდან, ჯვრის მამის მონასტრიდან ხშირად, უშვილო ახლობლებისთვის ლიმონი ჩამოაქვს, ისინი კი, ვინც ამ ნაყოფს მიირთმევენ, მალევე მშობლები ხდებიან...
„თურქეთში დასასვენებლად ვიყავი, სრულიად დაუგეგმავად თქვეს, რომ ექსკურსიაზე მივდიოდით. მაშინ, ღვთისმშობლის სახლში აღმოვჩნდი, იქვე წყალი ჩამოდის. გვითხრეს, რომ სასწაულმოქმედი წყალი იყო და დალევისას სანუკვარი სურვილი უნდა ჩაგვეფიქრებინა.
პირველ ბავშვზე ფეხმძიმობა შეწყდა და მუცელი მომეშალა, ორსულად არ ვრჩებოდი, ამ ამბავს ძალიან განვიცდიდი. წმინდა მარიამის სახლთან წყალი დავლიე და ვთხოვე, შვილი მყოლოდა.
ზუსტად ორ კვირაში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და დედა გავხდებოდი. ასე დაიბადა ჩემი მარიამი, რომელსაც ღვთისმშობლის პატივსაცემად და მადლიერების ნიშნად მისი სახელი დავარქვი.
მე ამ ფაქტს ღვთიურ სასწაულს ვუკავშირებ და ნამდვილად, მთელი გულით მჯერა, რომ რწმენით ყველაფერი ხდება, მათ შორის - სასწაულებიც.
ჩემს არაერთ მეგობარსაც აქვს ღვთიური სასწაულების შესახებ ისტორიები - ხშირად, იერუსალიმში, ჯვრის მამის მონასტერში მოსალოცად დავდივარ. ამ ტაძრის ეზოში ლიმონის ხე დგას. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, თუ უშვილო წყვილი ამ ხის ნაყოფს მიირთმევს, უფალი შვილს მისცემს.
ჩამოვუტანე მონასტრის ლიმონი ჩემს უშვილო ახლობლებს და ყველა მათგანს შვილი მიეცა. ეს სასწაულია, აბა რა არის?! წაიკითხეთ სრულად