დაპირისპირება მოსწავლეებს შორის და დაშავებული პედაგოგი - რა არის ცნობილი №172-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტზე

სკოლა

სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისის №172-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. წერდნენ, რომ ჩხუბის დროს პედაგოგი დაშავდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. გაშველებას მასწავლებელი ცდილობდა და ამ დროს მცირე დაზიანება მიიღო. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ძალადობას გულისხმობს. 

✕