დღეში 3 000 ნაბიჯიც კი, შესაძლოა, ალცჰაიმერის პროგრესირების შენელებას უწყობდეს ხელს - ახალი კვლევა

ალცჰაიმერი

ახალი კვლევის თანახმად, დღეში მხოლოდ 3 000 ნაბიჯის გადადგმაც კი, შესაძლოა, ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ცვლილებების შენელებას უწყობდეს ხელს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფიზიკური აქტივობა დაკავშირებულია თავის ტვინში მავნე „ტაუ-ცილების“ ნაკლებ დაგროვებასთან, ასევე კოგნიტური შესაძლებლობებისა და ყოველდღიური ფუნქციონირების გაუარესების თითქმის განახევრებულ ტემპთან. ეს კავშირი გამოვლინდა იმ ადამიანებშიც, რომლებსაც დაავადების ადრეული ნიშნები უკვე აღენიშნებოდათ.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები დღეში 5 000-დან 7 500-მდე ნაბიჯის გადადგმისას დაფიქსირდა.

მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეფექტის მისაღწევად ყოველდღიურად 10 000 ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი არ არის.

მკვლევრების დასკვნით, ზომიერი ყოველდღიური ფიზიკური აქტივობაც კი შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ცვლილებების შენელებისთვის.

✕