დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნინო ჩხეიძის და გიორგი ნაზღაიძის დუეტი "სანამ დროა" ეთერში გასვლის მომენტიდან პოპულარული გახდა. ფეისბუქზე ვირუსივით გავრცელდა და ბევრი გაზიარება აქვს.
დუეტის ჩაწერის იდეა თოქშოუ "ღამის პრაიმტაიმის" იდეა იყო. როგორც ნინო "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, იდეა მოსწონდა, თუმცა ეშინოდა, რადგან არ იცოდა, ეს ექსპერიმენტი გაამართლებდა თუ - არა.
ნინო ჩხეიძე: - თავიდან ვინერვიულე. ვერ წარმოვიდგინე ამ ჟანრში გიორგი როგორ ჩაჯდებოდა, მაგრამ იმდენად მოინდომა და ყველაფერზე ისე წამომყვა, რომ უმარტივესად ჩავწერეთ. რჩევებს ვეუბნებოდი თუ არა, მაშინვე ითვალისწინებდა. ხასიათიც მალე ვიპოვეთ, რომელიც სიმღერასთან ერთად გიორგისაც მოუხდა. ნიჭიერი ბიჭია. დაახლოებით ორ საათში ჩავწერეთ. და სახასიათო ქალაქური სიმღერა გამოვიდა.
სიმღერა მე ავარჩიე, ჩემთვის მქონდა შენახული. არანჟი ჩემს სტუდიაში ბექა ნიკოლაშივილმა გააკეთა. სიმღერის ტექსტი ირინა სანიკიძეს დავაწერინე, თბილი და ქალაქური ტექსტი დაწერა. სიმღერა ჩაწერილი არ მქონდა, რაღაცნაირად ვერ მოვახერხე. ალბათ, გიორგისთან დუეტს ელოდა.
იყო იდეა, ცნობილი, გადამღერებული ჰიტი გვემღერა, მაგრამ მე მინდოდა ახალი სიმღერა ყოფილიყო, რომ ჩვენი სიმღერით დამახსოვრებოდა ხალხს. და გაამართლა, უკვე რეკორდული ნახვები აქვს. ვუყურებ, ვინ აზიარებს და რა რეაქციები აქვთ. გიორგი ბედნიერია, კომენტარებში კარგი გამოხმაურება აქვს.
- მეორე დუეტზეც ხომ იფიქრებთ?
- გიორგი ამბობს, მეორე დუეტიც ჩავწეროთო. მე ვპასუხობ, ჯერ ვნახოთ, რას იზამს ეს სიმღერა და მერე ვიფიქროთ მეორეზე-მეთქი.