1728589908
მოძრაობა აიკრძალა! - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
უწყების ცნობით, ამავე გზის კმ138-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე ნახეთ:
მოისმინეთ, ოთოს, ანასტასიას და ნიკოლოზის ნამღერი „ფიფქებო“, რამაც მსმენელი აღაფრთოვანა
VIDEO: „ეს რა ხდება, ხომ მშვიდობაა?“ - რა კადრები გავრცელდა სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან
„მადლიერი ვარ ყოველი დღის, წუთის, წამის“ - ნანუკა გულუა გასულ წელს ემოციურად ემშვიდობება