მერაბ ნინიძე ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას

მერაბ ნინიძე

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე რეჟისორ ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ითამაშებს. ნინიძე ფილმში ერთ-ერთი კარდინალის როლს ასრულებს. გადაღებები რომში მიმდინარეობს.

კინოსურათში ქართველი მსახიობი ითამაშებს ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, სტენლი ტუჩი და იზაბელა როსელინი. ფილმი ეფუძნება რობერტ ჰარისის ბესტსელერს და მისი ეკრანიზაციის ავტორი პიტერ სტროგანია.

მერაბ ნინიძე მონაწილეობს მსოფლიოში ცნობილ სერიალშიც. გერმანულულენოვან ტელენოველაში "ექიმი ბალუზი", რომელიც "რუსთავი 2-ის" ეთერში შაბათ-კვირას გადის.