ამინდის განახლებული პროგნოზი რეგიონების მიხედვით

წვიმიანი ამინდი ზაფხულში

28 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +15 და ღამით +5 გრადუსი იქნება.

წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, სადაც დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში იწვიმებს, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ფოთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

იწვიმებს ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც იწვიმებს, +13 იქნება დღისით, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.

ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +8, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით 18 გრადუსი იქნება, ღამით 7 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც ნალექიანი დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.