მეგა ფასდაკლებები და მეგა პრიზები კარფურში ბრენდი საქართველოში მოღვაწეობის მე-12 წელს აღნიშნავს

მეგა ფასდაკლებები და მეგა პრიზები კარფურში ბრენდი საქართველოში მოღვაწეობის მე-12 წელს აღნიშნავს

„კარფურის“ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-12 წელს აღნიშნავს. ტრადიციულად, ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი  მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებით  და ხელმისაწვდომი ფასებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის.  
20 სექტემბრიდან, საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, კარფური ერთგულ მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე 60%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობს. გარდა ფასდაკლებებისა, წელს მომხმარებლებს კარფურის გრანდიოზული გათამაშების ფარგლებში, განსაკუთრებული პრიზების მოგების შესაძლებლობაც ექნებათ.  
გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია - ამისთვის საჭიროა მომხმარებლებმა შეიძინონ სასურველი პროდუქცია და ყოველი 50 ლარის გადახდისას მიიღონ გათამაშების 1 ბილეთი, ხოლო კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაი ქლაბის“ გატარების შემთხვევაში კი მომხმარებლებს დამატებით 1 ბილეთი გადაეცემათ. 
გამარჯვებულის გამოვლენა ორ ეტაპად გაიმართება. 5 და 19 ოქტომბერს, რუსთავი 2 - ის პირდაპირ ეთერში, ავტომობილ კია სტონიკის (KIA Stonic) 12 იღბლიანი მფლობელის ვინაობა გაჟღერდება.

ასევე, მომხმარებლებს, კარფურის საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, ონლაინ შოპინგის პლატფორმებზე - Glovo და Wolt, პროდუქციის ფართო არჩევანი, განსაკუთრებული ფასდაკლებებით დახვდებათ. კამპანიის ფარგლებში, 20 სექტემბრიდან - 20 ოქტომბრის ჩათვლით, მსურველები უფასო მიტანის სერვისით სარგებლობას შეძლებენ. 
„კარფური“მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც უკვე 12 წელია, მათ განსაკუთრებულ და  მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით,  თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა - „მაი ქლაბით“.

ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და  შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე. 
იმიტომ რომ კარფურის დაბადების დღეა!