წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
რუსთავში, ქალაქის დღის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს. წელს, ,,რუსთავქალაქობა” მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებებით იქნება დატვირთული. წლევანდელ დღესასწაულს ქალაქი უკვე ახალი ლოგოტიპით და სლოგანით - ,,ახალი ქალაქი დიდი ისტორიით" ხვდება. სწორედ ამ სლოგანზე იქნება აგებული მთავარი დღესასწაულის შინაარსი.
რუსთავის მერიის ორგანიზებით, რუსთავქალაქობის" ღონისძიებები 21 სექტემბერს სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.
ცენტრალურ პარკში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბავშვთა გასართობი და სპორტული აქტივობები ჩატარდება. პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ლოკაციებზე ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა, ასფალტზე ცარცით ხატვა, ილუზიონისტისა და საპნის ბუშტების შოუ გაიმართება, მოეწყობა საბავშვო-შემეცნებითი კუთხე. ბავშვებისთვის საბავშვო მუსიკალური წარმოდგენა გაიმართება, ამფითეატრში კი ანიმაციების ჩვენება.
11:00 საათიდან, სამრეწველო და კულინარიული ფესტივალი დაიწყება, რომელსაც რუსთავის იპოდრომი უმასპინძლებს. იპოდრომის ტერიტორიაზე რუსთაველ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კულინარიული ფესტივალი ჩატარდება.
20:00 საათიდან კი კოსტავას გამზირზე, გალა-კონცერტი დაიწყება. რუსთავის ცენტრალურ გამზირზე, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდთან არსებულ მოედანზე, ორი სცენაა მოწყობილი. გალა-კონცერტზე სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. რუსთაველებს, რომლებიც ქალაქის დღევანდელობას ქმნიან და თანამედროვე რუსთავის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ, მადლობას გადაუხდიან.
საზეიმო ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება და მუსიკალურად კამერული ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით გააფორმებს. სცენაზე რუსთავზე შექმნილი სიმღერებს ნეკა სებისკვერაძე, ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები” და ჯგუფი ,,REGGAEON”-ი შეასრულებენ. საღამო ჯგუფ ,,REGGAEON”-ის კონცერტით დასრულდება.