პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„როცა მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და როგორც ცოცხალს, ისე მომიყევით ყველაფერი. მე დაგეხმარებით!” – ეს მამა ვიტალი სიდორენკოს სიტყვებია და მომლოცველების რწმენით, ისინი მუდმივად გრძნობენ მის მფარველობასა და შემწეობას.
მამა ვიტალის სახელს ბევრი სასწაული უკავშირდება. ერთ-ერთს სასულიერო პირის საფლავის მომვლელი, ნადეჟდა იხსენებს.
„მამა ვიტალი როცა გაიგებდა, რომ სადღაც კატასტროფა მოხდა, დაღუპული ადამიანების რიცხვს იწერდა და ყველას სათითაოდ სანთელს უნთებდა, მათი სულებისთვის ლოცულობდა. შეიძლება დაღუპულებს შორის მუსლიმიც ყოფილიყო, მაგრამ სანთელს მაინც უნთებდა.
ყველას არიგებდა, რომ მშობლებისთვის პატივი ეცათ და მათთვის ხელზე ხშირად ეკოცნათ. ერთხელ მამა ვიტალისთან ქალი მივიდა და ხელზე ეამბორა. მოძღვარმა ჰკითხა, დედაშენს ხელზე თუ კოცნიო. ქალმა მიუგო, არაო. მაშინ ჩემდამი შენი სიყვარული თვალთმაქცობააო, უპასუხა.
ერთ დღეს მასთან ქალი მივიდა და უთხრა, რომ სიზმარში ხშირად ხედავდა გარდაცვლილი ქალიშვილის კუბოს, რომელიც მის სახლთან იდგა. აღმოჩნდა, რომ ამ ქალის შვილი ისე გარდაიცვალა, დედასთან ნაჩხუბარი იყო. მამა ვიტალიმ დაარიგა, შვილის საფლავზე წადი და ხმამაღლა თქვი, რომ პატიობ ყველა მის წყევლას, წყენას და ჩხუბს, წარმოთქვი: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა“ და საფლავს პირჯვარი გარდასახეო. ქალი ასე მოიქცა და მას შემდეგ ასეთი სიზმარი აღარ უნახავს.
მამა ვიტალის სულიერი შვილი იხსენებდა, რომ ის 23 წლის განმავლობაში ცდილობდა, მიეტოვებინა ურწმუნო ქმარი, მაგრამ ბერი ამის ნებას არ აძლევდა. შთააგონებდა, რომ ვინც თავის ჯვარს ბოლომდე ზიდავდა, ზეცაში გვირგვინი ელოდებოდა.
სქემარქიმანდრიტი ვიტალი თვლიდა, რომ ადამიანი ანგელოზია და ნებისმიერ ადამიანთან შეხვედრას ანგელოზთან შეხვედრად აღიქვამდა, ამიტომ ყველას, თითოეულ შემხვედრს მიწამდე უხრიდა თავს და ისე ესალმებოდა.
მამა ვიტალის ცხოველები საოცრად უყვარდა. როდესაც კატა თაგვს დაიჭერდა, მის გასათავისუფლებლად კატას სხვა საჭმელს სთავაზობდა, კრაზანებს კი თაფლწასმული საზამთროთი უმასპინძლდებოდა.
ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ, როდესაც მამა ვიტალის უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ, მასთან გამოსამშვიდობებლად დიდუბის ყველა უპატრონო კატა მივიდა (მამა ვიტალი დიდუბეში ცხოვრობდა).
მამა ვიტალი ყველას სთხოვდა, ზედმეტი რაც ჰქონდათ, გაეცათ, მაგრამ არ მოსწონდა დაუდევარი დამოკიდებულება საკვებისა თუ ნებისმიერი საგნის მიმართ. მის გარშემო წესრიგი სუფევდა. არ უყვარდა ფუჭი საუბარი, მისთვის სიტყვას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. სულიერ შვილებს სთხოვდა, ყველა ადამიანზე კარგი ეთქვათ, საკუთარი თავი კი დაეკნინებინათ. სწორედ ამაში ხედავდა დიდ თავმდაბლობას.“- გაიხსენა ქალმა „სარკესთან“.