პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნეტარი ეკატერინა ქრისტესთვის სალოსი, (გლახაკი ეკატერინე) რომელიც ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მსახურობდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. პატრიარქის კურთხევით, ამავე ეკლესიის ეზოში, მამა ვიტალის საფლავთან ახლოს დაკრძალეს.
გლახაკი ეკატერინეს შესახებ, სავარაუდოდ, ბევრმა არ იცის.
„ბევრი არ ვიცნობდით ამ საოცარ ადამიანს, იმიტომ, რომ ნამდვილი გლახაკი იყო – “ქრისტესთვის სულელი”, ნამდვილები ჩუმად, უხმაუროდ ადიდებენ უფალს. ისინი ჩვენს გარშემო არიან, ჩვენ კი, ვერ ვხედავთ მათ.
მოსიარულე და თაგანწირული სიყვარულის მაგალითი. „უცნაურ საქციელში” დაფარული დიდი სიბრძნე და უღალატო ნუგეში.
უმეტესობას, უბრალო მათხოვარი, ზოგს გიჟი ეგონა, ცოტამ თუ იცოდა, რას მალავდა ეს ადამიანი, საკუთარი უცნაურობების მიღმა.
მოგონებები გლახაკი ეკატერინეს შესახებ, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის:
“ერთხელ ნაყინს ჭამდა თავის ნაკბეჩი მოაგლიჯა და მომაწოდა, თან ჩუმად მიყურებდა რას ვიზავდი, რომ არ წყენოდა გამოვართვი და შევჭამე, ძალიან გაუხარდა”.
“ცუდი ის არის რომ ამდენ სიკარგეს გარდაცვალების შემდეგ ვიგებთ, ზაფხულში მწვანე დუტის ქურთუკით მოვიდა ჩემთან ახლოს ტაძარში, მომეფერა და ჩამეხუტა.
არ მინდოდა მისი მოფერება და განრიდება ვცადე, არ ვიცოდი ვინ იყო , ძალიან ვნანობ და განვიცდი, იქნებ მომიტევოს ჩემი უგუნური საქციელი”.
“ძალიან საყვარელი იყო. ვიცოდი ვინც იყო და რა მადლსაც ატარებდა. გაგონილი მქონდა ყველასგან არ იღებდა შესაწირს .ერთხელ მივაწოდე და მიყურა 2 წუთი და შემდეგ მოკრძალებით გამომართვა მიმანიშნა მივხვდი”.
„განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები, დიდი სითბოთი და სიყვარულით ლოცავდა მათ”.
“ტაძრის სტუმარი აუცილებლად შეამჩნევდა უცნაურ ბებოს, კატიას, რომელიც ხან თავისთვის ჩუმად ლოცულობდა, ხანაც ჩხუბით და ხმაურით დარბოდა და სხვადასხვანაირ უცნაურობებს ჩადიოდა..”.
“ერთხელ მძიმე მარხვის პერიოდში, წირვაზე დგომისას მომიახლოვდა კატია და რაღაც ფუნთუშები მომაწოდა, რომელსაც თვითონ ჭამდა.
მოვუბოდიშე, არ მინდა-თქო, თან სეფისკვერის მიღება მინდა-თქო მოვიმიზეზე, მაგრამ არ მომეშვა და მითხრა, – ხომ ჭამეო დილას სეფისკვერი?! (როცა წირვაზე მივდიოდი დილით მაინც რამდენიმე სეფისკვერს ,,ვჭამდი“).
ამ ნათქვამმა შემაშინა და გამოვართვი ეს ფუნთუშა და დავიწყე ჭამა. თავზე მეფერებოდა და იცინოდა თან, მითხრა ჭამეო, ხაჭოს ფუნთუშა არისო, კარგიაო!
ამის თქმაზე გავბრაზდი, მეთქი მარხვაზე ვარ და დამარღვევინე-თქო.. ზუსტად იმ დღეებში, დამთხვევასავით, ვკითხულობდი მჯდომარე ანასტასიაზე, რომელიც მარხვის პერიოდში არასამარხვოთი უმასპინძლდებოდა ზოგ მისულს და ამით მათ მარხვას ამხელდა, რომელიც მარტო საჭმლისგან თავშეკავება იყო..”.
“ერთხელაც 8 მარტს, მეუფე ზინობის მიცვალების დღეს, ჩვეულებრისამებს პატრიარქს ელოდებოდნენ და ძალიან ბევრი ხალხი იყო.
ტაძრის შიგნით კორიდორი გააკეთეს, რომ პატრიარქს გაევლო და მრევლი ორივე მხარეს მჭიდროთ იდგა. ამ კორიდორში კი კატია იქეთ-აქეთ დარბოდა და ხან ერთს მიუვარდებოდა ჩხუბით და ხმაურით, ხან სხვას თბილად და მოფერებით.
ამ დროს მე ცოტა ღრმად ვიდექი და შევამჩნიე ხელში კანფეტი ეჭირა და ის იყო, უკვე ჩაირბინა და თითქმის გადიოდა ტაძრიდან, რომ რატომღაც გავიფიქრე ნეტა მომცემდეს ამ კანფეტსთქო.
კატია შემობრუნდა, ჩემკენ გამოიხედა და აჩქარებული ნაბიჯებით წამოვიდა. გაწი-გამოწია ხალხი და სანამ მომიახლოვდა, მე უკვე ცივმა ოფლმა დამასხა შიშისგან, მოვიდა, თავზე ხელი გადამისვა, კანფეტი ჯიბაში ჩამიტენა და გაიქცა.”
“მინახავს ძალიან ბევრჯერ მასთან მოტირალნი და როგორ ანუგეშებდა და ეფერებოდა”.
“არ ვიცი ვინ იყო, სალოსი იყო თუ არა, უბრალოდ, მის სიახლოვეს ყოფნა რაღაცნაირ სიმშვიდეს განიჭებდა, ბევრ რამეზე დაგაფიქრებდა და მერე თვითონაც გიკვირდა ეს მდგომარეობა…”
თუ გაქვთ, პირადი ისტორიები მის შესახებ, გთხოვთ მოგვწეროთ!“ – წერს “საქართველოს იმედის“ ფეისბუკ გვერდი..