1742846099
"მაი როის იქნება"- ზურაბ შევარდნაძემ წიგნი დაწერა

ზურაბ შევარდნაძემ წიგნების წერა დაიწყო. პირველი წიგნი - "მაი როის იქნება" გაყიდვაში პირველი მარტიდან იქნება. ადგილზე მიტანა გურულებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ ავტორმა, სოციალურ ქსელში დაწერა:
"ორი თვეა თითქმის დაკარგული ვარ, არ გამოვჩენილვარ, აწი თავსაც შეგაწყენთ.
ტყუილად არ დამიკარგავს დრო, წიგნები დავწერე.
დღეს ჩემს პირველ წიგნზე "მაი როის იქნება" გეტყვით ცოტას.
ჩემი გურული ამბვები, ბევრი თქვენთვის უცნობი, ზოგიც ნაცნობი შევკრიბე და დავბეჭდე.
ზოგიერთი მათგანი როცა გაგიზიარეთ ქვეშ კომენტარებში ისეთებს მიწერდით ისე მამხნევებდით და ბევრმა ისე შემასახელა, გამაძლიერა რომ გავბედე, გადავწყვიტე.
რედაქტორობა, შეგულიანება და დარწმუნება ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ ითავა, გამოუვიდა.
წიგნის შეძენას გარდენიაში შეძლებთ, სამებაღეო სეზონის განახლებასთან ერთად, 1 მარტიდან.
შეგიძლიათ დაგვირეკოთ და საქართველოს ფოსტის გზავნილით შინ მოგართმევთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გურულებს რასაკვირველია უფასოდ.
ძალიან გავიხარებ თუ წაიკითხავთ, აზრებს, შენიშვნებს და ემოციებს გამიზიარებთ“,- წერს შევარდნაძე.