1730742149
ლოცვა, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა წაიკითხოთ
ასტროლოგები ახალი წლისთვის მრავალ რჩევას და ინფორმაციას გვიზიარებენ. ამჯერად, გთავაზობთ ახალი წლის ღამეს წასაკითხს ლოცვას.
„ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ ერი და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.
რომელი მკვიდრ-ხარ მაღალთა შინა ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი მეფეჲ და ქალაქი, და ერი შენი, მრავალ მოწყალე“ - წერს საეკლესიო გამოცემა.