ცნობილია, რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები
1783886364
საოპერო მომღერალი ლელა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ლელა ვაშაყმაძე მძიმე სენს ებრძოდა. სამწუხაროდ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა.
„ჩვენი ლელუკა აღარ გვყავს… გარდაიცვალა საოპერო დასის სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი, ჩემი მეგობარი ლელა ვაშაყმაძე…უფალმა აცხონოს და მოიხსენოს შენი სული…“,- წერს ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე.
ლელა ვაშაყმაძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს პიანისტი საბა მიქელაძეც.
„ლელა, ძალიან გვატკინე გული. მდუმარებით და თან ცრემლიანად ვწერ ამ პოსტს. მთელი ჩემი გულით გგულშემატკივრობდი და მიუხედავად დაავადების ვერაგობისა, მაინც მჯეროდა, რომ გაიმარჯვებდი… შენი სიცოცხლე ამით არ მთავრდება… სულ გვემახსოვრები… გვიყვარხარ …. ნათელი შენს სულს შენს სულს...“, - წერს საბა მიქელაძე.