2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდება

სკოლა

2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.

სიახლეები შეეხება როგორც მოსწავლეებს, ისე მშობლებსა და პედაგოგებს და მიზნად ისახავს სასწავლო გარემოს კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდას.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გაკვეთილების დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვაა.

ახალი რეგულაციის მიხედვით, მოსწავლეებს გაკვეთილის მიმდინარეობისას მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება შეეზღუდებათ. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც მოწყობილობის გამოყენება სასწავლო პროცესისთვის ან მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია.

2026-2027 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. 

ცვლილებები შეეხება პირველ კლასში მიღების წესსაც.

საჯარო სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით 6 წლის გახდებიან. რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად გაიმართება.

განათლების სფეროში განმარტავენ, რომ ახალი რეგულაციების მიზანია მოსწავლეების კონცენტრაციის გაუმჯობესება, სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდა და სკოლებში უფრო მოწესრიგებული და უსაფრთხო გარემოს შექმნა.