ეს ყოველდღიური ჩვევა სიმსივნით სიკვდილიანობის რისკს 10%-ით ზრდის

სიმსივნე

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ დღის განმავლობაში 30 წუთზე მეტხანს უწყვეტად ჯდომა (ან წოლა)  ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მკვლევართა მონაცემებით, უმოძრაოდ გატარებული ყოველი დამატებითი საათი სიმსივნით სიკვდილიანობის რისკს დაახლოებით 10%-ით ზრდის.

კვლევა გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. ისინი 91 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემებს 12 წლის განმავლობაში სწავლობდნენ, რამაც მათ საშუალება მისცა, ზუსტად აღერიცხათ ხანგრძლივი უმოძრაობის გავლენა ორგანიზმზე.

თუმცა, კვლევა სასიამოვნო სიახლესაც გვთავაზობს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 30-წუთიანი უმოძრაობის პერიოდების თუნდაც მცირე ფიზიკური აქტივობით ჩანაცვლება  საგრძნობლად ამცირებს ჯანმრთელობის გაურესებასთან დაკავშირებულ რისკებს.

მაგალითად,  თუ დღეში 1 საათის განმავლობაში ხანგრძლივი ჯდომის პერიოდებს ისეთი ფიზიკური აქტივობით ჩავანაცვლებთ, როგორიცაა სამოსის დაუთოება ან ჭურჭლის რეცხვა, - სიმსივნით სიკვდილიანობის რისკს 12%-ით შევამცირებთ. 

30 წუთიანი უმოძრაობის საშუალო ტემპით სიარულით ჩანაცვლება ამ რისკს კიდევ 8%-ით ამცირებს. ყველაზე შთამბეჭდავი შედეგი კი ენერგიულ ფიზიკურ აქტივობას აქვს - დღეში სულ რაღაც 5 წუთიანი ინტენსიური ვარჯიშიც კი სიმსივნით სიკვდილიანობის რისკს 22%-ით ამცირებს.