1760793040
კურორტი „საირმე“ განცხადებას ავრცელებს

კურორტი „საირმე“ განცხადებას ავრცელებს.
„დღეს კურორტი საირმეს ერთ-ერთი შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა.
მომხდარზე, ჩვენი თანამშრომლების მხრიდან, მყისიერად მოხდა რეაგირება. მათ, უმოკლეს ვადაში, შეძლეს ხანძრის ჩაქრობა.
საბედნიეროდ, ჩვენი სტუმრები და თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან.
მადლობა ყურადღებისა და თანადგომისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.