ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზაპოროჟიე

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების 4-კვირიანი შეჩერების შემდეგ, სამუშაოები ცეცხლის შეწყვეტის ადგილობრივი ზონების შექმნის შედეგად დაიწყო.

„ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კომპლექსური სარემონტო გეგმის განსახორციელებლად სააგენტოსთან ორივე მხარემ კონსტრუქციულად ითანამშრომლა“, - აღნიშნა გროსიმ.