აშშ-მა ვენესუელაში ნარკოტიკული საშუალებებს გადამტან წყალქვეშა ნავზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ორი ადამიანი - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ვენესუელაში ნარკოტიკული საშუალებებს გადამტან წყალქვეშა ნავზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ორი ადამიანი.

მისი თქმით, აღნიშნულ ნავს ნაპირზე გამოსვლის შესაძლებლობა თუ მიეცემოდა, სულ მცირე, 25 000 ამერიკელი დაიღუპებოდა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ძალიან დიდი წყალქვეშა ნავის განადგურება, რომელსაც ნარკოტიკები შეერთებული შტატებისკენ მიჰქონდა. აშშ-ის დაზვერვამ დაადასტურა, რომ ეს წყალქვეშა ნავი ძირითადად ფენტანილით და სხვა უკანონო ნარკოტიკული საშუალებებით იყო დატვირთული. ბორტზე ოთხი ცნობილი ნარკოტერორისტი იმყოფებოდა. ორი ტერორისტი დაიღუპა. სულ მცირე, 25 000 ამერიკელი დაიღუპებოდა, თუ ამ ნავის ნაპირზე გამოსვლას დავუშვებდი. ორი გადარჩენილი ტერორისტი დააბრუნეს თავიანთ ქვეყნებში, ეკვადორსა და კოლუმბიაში. ამ დარტყმის დროს აშშ-ის არცერთი სამხედრო პერსონალი არ დაშავებულა. ჩემი ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება ნარკოტერორისტების მიერ უკანონო ნარკოტიკებით ვაჭრობას, ხმელეთით თუ ზღვით“, – წერს დონალდ ტრამპი.