„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ხუთი პირის: გიორგი ტალახაძის, იური ლომიძის, მარიამ მეყანწიშვილის, დავით გიუნაშვილის და თემურ ქურციკიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ლელა კალიჩენკო დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ბრალდების მხარე ყველა დაკავებულის მიმართ, გარდა მარიამ მეყანწიშვილისა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. მეყანწიშვილის შემთხვევაში კი პროკურატურა გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში პოლიციამ გუშინ კიდევ 16 პირი დააკავა, სულ დაკავებულია 62 ადამიანი.
აქციის ფარგლებში დაკავებულ თემურ ქურციკიძეს ბრალი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.