გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
კვლევებზე დაყრდნობით, დერმატოლოგი ზაზა თელია ასახელებს საუკეთესო ზეთს საკვების მოსამზადებლად.
„რომელია საუკეთესო ზეთი საკვების მოსამზადებლად/შესაწვავად?
ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის. ის უპირატესად შედგება მონოგაუჯერებელი ცხიმისგან - 73%, პოლიგაუჯერებელი - 11%, გაჯერებული ცხიმები - 14%. არსებობს მითი, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონოგაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.
ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანსცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა „ძლიერი შეწვა“.
მრავალი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. კვლევებით დადასტურდა, რომ ზეითუნის ზეთი უფრო რეზისტენტულია (გამძლეა) მაღალ ტემპერატურაზე, ვიდრე სხვა მცენარეული ზეთები, როგორებიცაა მზესუმზირის, სიმინდის და სოიოს ზეთები.ასე რომ ზეითუნის ზეთი საუკეთესოა,“ - წერს თელია.